Wednesday, March 8, 2017

სასწავლო პროექტი

 პროექტის სახელწოდება:შეხვედრა ხელოვანთან


პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:შეხვედრა ჩვენს  თანამედროვე, თანაქალაქელ მხატვართან , ბატონ ზვიად მექვაბიშვილთან

პროექტის აქტუალობა:მოსწავლეს ჩამოვუყალიბოთ ხელოვნებასთან და სილამაზესთან ზიარების მოთხოვნილება,განვუვითაროთ ესთეტიურად ღირებული შემოქმედების აღქმა და დაფასება.

პროექტის მიზნები:გავაცნოთ მოსწავლეებს თანამედროვე ხელოვანები,რომლებიც ცხოვრობენ და ქმნიან ნაწარმოებებს ჩვენს სიახლოვეს,გამოვუმუშაოთ ინფორმაციის შეგროვების,ვიზუალური დახარისხების,დისკუსიაში მონაწილეობის კითხვა-პასუხში ჩართვის უნარ-ჩვევები

მონაწილეთა ასაკი:სწავლების მე-3 საფეხური,მე-9,მე-10,მე-11 კლასი


ვადები/ხანგრძლივობა:1-14 აპრილი

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეძლებენ მასწავლებელთან ერთად ორგანიზება გაუკეთონ არჩეული ხელოვანის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დოკუმენტური მასალის შექმნას,შეხვედრის ორგანიზებას, ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო-ფოტო მატიანის შექმნასდა გამოქვეყნებას(მაგ:ადგილობრივ ტელევიზიაში)

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:მოცემული ხელოვანის მიერ გამოქვეყნებული მასალები,ვიდეო კამერა,შეხვედრის ჩასატარებელი დარბაზი,სტენდი, ქაღალდი მოსაწვწვი ბარათებისა და აფიშების დასამზადებლად.საღებავები,მარკერები ფუნჯები, დარბაზის გასაფორმებელი ატრიბუტები და ა.შ

პროექტის მსვლელობა(ძორითადი აქტივობები):თხრობითი,კითხვა-პასუხი

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, ქართული.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ია ჩაველაშვილი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:iachavelashvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიhttps://www.blogger.com/blogger.g?blogID=1219141583047472322#editor/target=post;postID=4976655346708433150;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=4;src=postname


No comments:

Post a Comment